„რა ფალოცენტრულია იმ ადამიანების აზროვნება, რომელიც თვლის, რომ ლამაზმა, ახალგაზრდა, წარმატებულმა და შეძლებულმა ქალმა მეტი გასართობი ვერ ნახა ამ ცხოვრებაში და უბრალოდ ყოფილი ქმრის გამწარებას ცდილობს უშედეგოდ. ამის იქით რანაირად ვერ მიდის თქვენი აზროვნება? ნუთუ მართლა გჯერათ, რომ ქალის მთელი ცხოვრება ერთი მოძალადე კაცის გარშემო ტრიალია? ჯიზეზ! სწორედ აქ მარხია ძაღლის თავი: როცა გგონიათ, რომ ლამაზ და წარმატებულ, (თუმცა ტლუ) სპორტსმენს უნდა ეთაყვანონ ქალები. ვერ მოგართვით!
ქალის ცხოვრებაში მთავარი ადამიანი არის თვითონ ქალი (და არა ქმარი, შვილი, ან წარმატებული სპორტსმენი).შეეგუეთ!“_ წერს უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved