ცხინვალში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებულების ნაწილი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს.
ცნობილია, რომ ბუნებრივი აირის გაჟონვას 2 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. წითელი ჯვრის ჩართულობით, გვიან ღამით ერგნეთის ე.წ. გამშვები პუნქტიდან 2 დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა თბილისის ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.
“კურიერის” ინფორმაციით, ცხინვალიდან თბილისში 2 ქალი ჩამოიყვანეს. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექიმები ჯერ არ საუბრობენ. ოკუპირებულ ცხინვალში კი ადგილობრივი მედია წერს, რომ მათი დაზიანებები მძიმე და კრიტიკულია.
წყარო: rustavi2