მოსწავლეზე ძალადობაში მხილებული პედაგოგი იმავე კლასში გაკვეთილებს ისევ ჩაატარებს – გადაწყვეტიელბა რესურსცენტმა საგანგებო სხდომაზე მიიღო.
მოსწავლის დედის თქმით, მისი შვილი არ ივლის სკოლაში სანამ აღნიშნული პედაგოგი ტავის მოვალეობას ასრულებს. მისი თქმით, მასწავლებელი დამრიგებლის პოზიციაზე მოიხსნა, მაგრამ ბავშვებთან მუშაობას ჩვეულებრივად გააგრძელებს.
“სხდომა ჩატარდა რაღვევებით. არ იყო საუბარი არც მასწავლებლის გადაცდომაზე დაარც დისკრიმინაციულ საუბარზე, ჩემს შვილზე. ჩემი შვილი არ ივლის სკოლაში, სანამ იქნება ეს მასწავლებელი”,- ამბობს ეკა გოგინაშვილი, მშობელი.
შეგახსენებთ, შემთხვევა კახეთის ერთ-ერთ საჯაარო სკოლაში მოხდა. 7 წლის ბავშის მშობელმა პედაგოგი მოსწავეზე ძალადობაში ამხილა. მისი თქმით, შემთხვევას წინ უძღვიდა მოსწავლეებს შორის დაპირიპისრება, რა დროსაც თანაკლასემა მის შვილს დაზიანებები მიაყენა, ამის შემდეგ კი დაზარალებულ ბავშვს პედაგოგმა სილა გაარტყა.
თითქმის ორი თვეა ოჯახი სკოლის დირექციისგან რეაგიებას მოითოვს, თავად პედაგოგი მომხდარზე მედიასთან არ საუბრობს. განათლების სამინსიტროს რესურსცენტრმა კი გუშინ გადაწყვეტიელბა მიიღო, რომ მასწავლებელმა იმავე კლასში საგავეთილო პროცესი უნდა გააგრძელოს.
წყარო: mtavari.tv