ფოთში, მალთაყვას სანაპიროსთან მაშველები ზღვაში მამაკაცს ეძებენ. შემთხვევის ადგილას სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან.
ოჯახის წევრების განცხადებით, 23 წლის მამაკაცი სახლიდან სამი დღის წინ გავიდა, ბოლოს ის ფოთის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულმა კამერებმა, ზღვისკენ მიმავალი დააფიქსირეს.
შსს მომხდარზე გამოძიებას 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აწარმოებს.
ავტორი