დღეს, რეგიონების ტურნეს ფარგლებში, ყველასათვის საყვარელმა ,,ორმა ჯუჯამ” _ ნუგზარ კვაშალმა და ვახტანგ ტატიშვილმა ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში საიუბილეო კონცერტი გამართეს და უამრავი პატარას გული გაახარეს, უფროსი თაობის მსმენელი კი ბავშვობაში დააბრუნეს.
კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ: მაკა ქაჯაია, ზურა კობეშავიძე და ბესო კალანდაძე, რომლებმაც მართლაც სასიამოვნო საღამო აჩუქეს ჩოხატაურელებს.
ავტორი: ინგა ცინცაძე