დიდი მნიშვნელობა აქვს, რას მიირთმევთ საუზმეზე.
კარგია, თუ დილით ბრინჯის ფაფას მიირთმევთ, რადგან, ის მდიდარია სახამებლით, რომელიც ორგანიზმს ეხმარება საკვების უკეთ გადამუშავებაში. ასევე, მას აქვს თვისება, გამოიმუშაოს სეროტონინი, რომელიც აუმჯობესებს განწყობას. სეროტონინის გამომუშავების შემდეგ გამოიყოფა ძილის ჰორმონი, რასაც, ასევე, ხელს უწყობს შემდეგი პროდუქტები: ბანანი, პური, მაკარონი, ხახვი, ნიორი, თბილი რძე და ასე შემდეგ. თუ ამ პროდუქტებს ერთ ფინჯან ყავასაც მიაყოლებთ, თავს უფრო მხნედ იგრძნობთ.
ფიზიკური აქტივობა და სპორტი ენერგიის გამოცლასა და დაღლას იწვევს, მაგრამ ძილს მაინც არ მოგგვრით. დაძინებამდე სამი საათით ადრე უარი თქვით ყველანაირ ვარჯიშზე. ასევე, ეცადეთ, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს დაწვეთ დასაძინებლად და ძილის წინ არ იფიქროთ საქმეებზე.
საღამოს საათებში ნუ შეჭამთ შემწვარ ხორცს, სოსისსა და შებოლილ პროდუქტებს, რადგან ეს საკვები კუჭ–ნაწლავის გადატვირთვას იწვევს და ღამით მშვიდი და ნორმალური ძილის საშუალებას არ მოგცემთ. ძილის წინ ნურც შოკოლადს, ყავას, ჩაისა და ტკბილ, გაზიან სასმელს მიირთმევთ, რადგან ეს პროდუქტები კოფეინს შეიცავს, რაც ორგანიზმის აგზნებას იწვევს.
ავტორი