რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში თბოელექტროსადგური ,,ბალაკავა“ ხუთშაბათს დილით თვითმფრინავის თავდასხმის სამიზნე გახდა, _ ამის შესახებ დაწერა რუსეთის მიერ დანიშნულმა სევასტოპოლის გუბერნატორმა მიხაილ რაზვოჟაევმა, Telegram არხზე – იუწყება CNN.
”უპილოტო საფრენი აპარატი თავს დაესხა ბალაკლავსკაიას თბოსადგურს. ცეცხლი გაუჩნდა ერთ–ერთ ტრანსფორმატორს, რომელიც ტექნიკურ რეჟიმში იყო და არ მუშაობდა. იმ დროს, როცა სადგურზე საგანგებო სიტუაციების სამსახური მივიდა, ხანძარი აღარ ყოფილა. თბოელექტროსადგურის თანამშრომლები ხანძარს სწრაფად გაუმკლავდნენ”, – ამბობს მიხაილ რაზვოჟაევი.
მისი ინფორმაციით, აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია და ტრანსფორმატორს მინიმალური ზიანი მიადგა. ასევე მან დასძინა, რომ ელექტროენერგიის მიწოდება მთავარ ქალაქ სევასტოპოლსა და მთლიანად ყირიმის ნახევარკუნძულზე არ გათიშულა.
ავტორი