უკრაინაში, Dnipro TDF-ის ბრიგადის სამხედროებმა, ანტიდრონის შაშხანებით ორი რუსული უპილოტო საფრენი აპარატი მიწაზე დასვეს. ამის შესახებ უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალებმა twitter – ზე გაავრცელა ინფორმაცია.
როგორც სამხედროები აცხადებენ, დასმული დრონების უმეტესი ნაწილი დაუზიანებელია.
მათ აღნიშნეს, რომ ,,რუსული დრონები მალე ჩვენს მხარეს იბრძოლებენ!“ და შეუტევენ ოკუპანტების პოზიციებს.
როგორც ცნობილია, ანტიდრონების შაშხანებს ისრაელი აწარმოებს და ისინი უკრაინას უკვე გადაეცა.
ავტორი