თუ რუსეთი კომერციულ თანამგზავრებს დაარტყამს, აშშ რუსეთს პასუხს გასცემს,_ ამის შესახებ განცხადება აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატომა, ჯონ კირბიმ გააკეთა.
მან აღნიშნა, რომ აშშ-ის ინფრასტრუქტურაზე ნებისმიერ თავდასხმას პასუხი მოჰყვება.
კირბის ინფორმაციით, არსებობს ყველასთვის ხელმისაწვდომი მონაცემები, რომ რუსეთი ისწრაფვის თანამგზავრების საწინააღმდეგო ტექნოლოგიების დაუფლებისკენ.