უძილობის დროს ფიტოთერაპიული საშუალებები გაცილებით ეფექტურია, ვიდრე აბები. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ ზოგიერთი მცენარის ნაყენის უკონტროლო გამოყენება ყოვლად დაუშვებელია. მაგალითად, კატაბალახას, ანუ ვალერიანის ხანგრძლივად მიღება ნერვებს კი არ ამშვიდებს, არამედ პირიქით, აღიზიანებს. ასევე, არ არის რეკომენდებული კრაზანას ნაყენის დიდხანს სმა, რადგან კომპონენტები, რომლებსაც ის შეიცავს, გარკვეული დროის განმავლობაში გროვდება ორგანიზმში და დისკომფორტს უქმნის ადამიანს.
უძილობის და ნერვული დაძაბულობის დროს კარგია შემდეგი ნაყენების მიღება:
ორ ჩაის კოვზ სვიას დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ დაახლოებით ხუთი საათის განმავლობაში თავდახურულ ჭურჭელში, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ საღამოს, ძილის წინ.
50 გრამ კამის თესლს დაასხით ნახევარი ლიტრი შავი ღვინო, გააჩერეთ ორი საათით და მიიღეთ ორი სუფრის კოვზი ნაყენი ძილის წინ.
სასწაულებრივი თვისებები აქვს არა მარტო სტაფილოს, არამედ მის ფოჩებსაც. თუ რამდენიმე სტაფილოს ფოჩს დაიდებთ კეფაზე და ფეხის ტერფებზე, უძილობა აღარ შეგაწუხებთ.
ავტორი