სახელგანთქმული ინგლისელი მწერალი ოსკარ უაილდი აზარტული თამაშების დიდი მოყვარული იყო და ამის გამო უსახსროდაც ხშირად დარჩენილა.
ერთხელ პარიზის ერთ–ერთ კაზინოში მთელი თავისი დანაზოგი უკანასკნელ ფრანკამდე წააგო.
ჯიბეში აღარაფერი დარჩა, თუმცა ჭეშმარიტი ინგლისელი ჯენლტმენისათვის დამახასიათებელი ღირსება და იუმორის გრძნობა არ დაუკარგავს – კაზინოდან გამოსვლისას კართან მდგომ შვეიცარს მიუახლოვდა და უთხრა:
– სერ, შეგიძლიათ ოცფრანკიანი მასესხოთ?
– სიამოვნებით, სერ, – მიუგო შვეიცარმა, რომელმაც ჯერ გაიკვირვა, შემდეგ კი მაინც გაუწოდა მონეტა.
– არ არის საჭირო, ეს თქვენი ფეხის ქირაა, – ხელი აუქნია მწერალმა მისი სიტყვებით კიდევ უფრო გაკვირვებულ შვეიცარს.
ავტორი