რუსეთის შავი ზღვით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებიდან გასვლა რუსეთის მხრიდან არის საკვების იარაღის სახით გამოყენება ჰუმანიტარული კრიზისის გასამწვავებლად, _ ამის შესახებ reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
“რუსეთის ნებისმიერი ქმედება, რომელიც მარცვლეულის კრიტიკულად მნიშვნელოვან ექსპორტს აფერხებს, არის კრემლის პირდაპირი განცხადება, რომ ადამიანებმა და ოჯახებმა მთელ მსოფლიოში საკვების შესაძენად მეტი უნდა გადაიხადონ ან იშიმშილონ”,- განაცხადა ბლინკენმა.