რუსი სამხედროები სულ უფრო და უფრო დეპრესიაში არიან. ისინი ბრძოლის ველზე გასვლის თავიდან აცილების მრავალ გზას იგონებენ: ხელებს და ფეხის თითებს იზიანებენ, ასევე რუსი სამხედროები, ბრძოლის ველზე ნებდებიან, გარბიან უკრაინის ტყეებში და ტოვებენ აღჭურვილობას ღიად. დღეს კი, ინტერნეტში ვრცელდება მობილიზებული რუსების ახალი ფლეშმობი „როგორ არ უნდა მოხვდეთ ომში“.
ბრძოლის ველზე, მობილიზებული დამპყრობლები დეზერტირებოს მიმართავენ და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ბარდებია. მაგრამ თუ არის შანსი, რომ არ წავიდნენ ფრონტის ხაზზე, ამისთვის ისინი სხვადასხვა ხერხს იყენებენ, ამის მაგალითია ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ვიდეო, სადაც რუსი სამხედროები ჯავშანტრანსპორტიორის საწვავის ავზში ქვიშას ყრიან, რათა მისი აღჭურვილობა ტექნიკური მდგომარეობიდან გამოიყვანონ, შემდეგ კი გადაირჩინონ სიცოცხლე და არ მოხვდენ უკრაინელი სამხედროების დაბომბვის ქვეშ.
ცნობისთვის, მხოლოდ 29 ოქტომბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თითქმის ათასი რუსი ჯარისკაცი (950) გაანადგურეს. საერთო ჯამში, 24 თებერვლიდან უკრაინაში 71200-მდე რუსი დამპყრობელი განადგურდა. ამის შესახებ გენერალური შტაბი იტყობინება.
ასევე, უფრო და უფრო ხშირად უკრაინული დაზვერვა უსმენს ოკუპანტების სატელეფონო საუბრებს, სადაც ისინი უჩივიან ახლობლებს დეპრესიულ მდგომარეობაზე, ამბობენ, რომ იბრძვიან გაუმართავი იარაღითა და აღჭურვილობით, უჩივიან ხელისუფლებას და წამლების ნაკლებობას. მაგალითად, ხერსონის რაიონში, სატელეფონო საუბარში ბატალიონის მეთაური თავად რუსი ჯარისკაცების მიერ სამხედრო ქონების მასიურ ქურდობას უჩივის.
ავტორი