ცოტა ხნის წინ გამოცემამ „The Sun” კარგად აღზრდილი ცნობილი ადამიანების რეიტინგი გამოაქვეყნა.
ამ საპატიო სიის სათავეში პრინც უილიამის მეუღლე და ინგლისის მომავალი დედოფალი ქეით მიდლტონი მოექცა. ეს ქალბატონი საკუთარი დახვეწილი მანერებით გამოირჩეოდა როგორც უფლისწულთან ნიშნობამდე, ისე ქორწინების შემდეგაც.
გაგიკვირდებათ და მეორე საფეხურზე ნორჩი კანადელი მომღერალი ჯასტინ ბიბერი გავიდა. ის თურმე მომეტებული ზრდილობითაა ცნობილი და თაყვანისმცემლების მიმართ მუდმივად შესაშურ თავაზიანობას იჩენს.
ლიდერთა ხუთეულში აგრეთვე მოხვდნენ მომღერლები პოლა აბდული, ტეილორ სვიფტი და კინომსახიობი ემა უოტსონი.
ავტორი