ოზურგეთის ტექნოპარკში კონკურსი – ,,ბიობლიცი“ გაიმართა, რომელსაც გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ულრიკ ტიდესტრომთან, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. „ბიობლიცში“ მონაწილეობა სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს.
კონკურსის მონაწილეებმა ჟიურის წევრებს და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს იშვიათი ფლორისა და ფაუნის შესახებ მომზადებული პრეზენტაციები. კონკურსში სულ ექვსი სკოლა იღებდა მონაწილეობას, საიდანაც გამოვლინდა სამი გამარჯვებული.
გამარჯვებულ გუნდებს შვედეთის ელჩმა ულრიკ ტიდესტრომმა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) დირექტორმა გიორგი სანადირაძემ პრიზები გადასცეს.
პროექტს “გურიის ეროვნული პარკის დაარსება” ახორციელებს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.
(R)