31 ოქტომბერს, დილით, რუსეთის მიერ გასროლილი ერთ-ერთი რაკეტა მოლდოვის ჩრდილოეთით, ოკნიცას რაიონში სოფელ ნასლავჩასთან ჩამოვარდა, _ ინფორმაცია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. ამის შესახებ BBC წერს.
უწყებაში აღნიშნეს, რომ რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. დასახლება, სადაც რაკეტა ჩამოვარდა, საზღვართან მდებარეობს.
“დღეს დილით უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ ჩამოგდებული რაკეტა დაეცა მოლდოვის რესპუბლიკის სოფელ ნასლავჩეას ჩრდილოეთით, რომელიც მდებარეობს უკრაინის საზღვარზე”, _ აცხადებს მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტრო.
რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად რამდენიმე სახლის მინები ჩაიმსხვრა – არავინ დაშავებულა. რაკეტის ჩამოვარდნის ადგილი შემოსაზღვრულია, სადაც საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს.
პორტალმა NordNews-მა ადგილზე სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც რუსული რაკეტის ჩამოვარდნის მომენტს ასახავს
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსები თავს დაესხნენ დნესტრის ჰიდროელექტროსადგურს უკრაინის ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს ნასლავჩანსკაიას ჰიდროელექტროსადგურიდან 10 კმ-ის დაშორებით. უწყების ცნობით, წყალდიდობის საფრთხე არ არსებობს.
ავტორი