მოდელი ირინა ონაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
“სიგიჟეა ის რაც ვქენი.. და ეს ყველაფერი მევლუდ მელაძის, ამ კაცის დამსახურებაა. მადლობა ნდობისთვის. ყველას ძალიან დიდი მადლობა ამდენი მოლოცვებისთვის, აგაფორიაქეთ, გპირდებით მეტჯერ აღარ ვიზამ.
ქალებო გზა ხსნილია, ახლა თქვენ იცით, ბევრი ქალი ავტოსპორტში.
პ.ს. ის ქუსლიანი ფეხსაცმლის სტიკერი აღარ მიაკრათ მანქანას გთხოვთ”,_ წერს ირინა ონაშვილი.
ცნობისთვის, ირინა ონაშვილმა და მევლუდ მელაძემ Motorsport 2022 წლის FIA Games-ის რბოლაში წარმატებით იასპარეზეს.