კანადელი მკვლევარების ჯგუფმა ამოხსნა ოქროს წყალში კრისტალიზაციის საიდუმლო. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ბაქტერია Delfitia-ს მეშვეობით წყალში გახსნილ ოქროში მიმდინარეობს რეაქცია და წარმოიშობა ძვირფასი ლითონი.
მეცნიერების ახსნით, მიკროორგანიზმი, არსებობის შესანარჩუნებლად (ოქრო გახსნილ მდგომარეობაში მეტისმეტად ტოქსიკურია), თავს იცავს საგანგებო მოლეკულით, რომელსაც თავადვე გამოჰყოფს. იმის გარდა, რომ ეს მოლიკულა ხლეჩავს შხამიან იონებს, ის ასრულებს კიდევ მთავარ ფუნქციას – ოქროს კრისტალიზაციას.
მოლეკულამ მიიღო სახელწოდება – delftibactin A. იმისათვის, რათა ის წარმატებით შევიდეს რეაქციაში ოქროსთან, აუცილებელია ორი პირობა: ჩვეულებრივი წყალი და ოთახის ტემპერატურა.
აქ ისიც უნდა ითქვას – ეს არ ნიშნავს, რომ მეცნიერებმა გამოიგონეს თხევადი „ფილოსოფიური ქვა“. გამოკვლევის ერთ–ერთმა ავტორმა, ნათან მარაგვეიმ ხაზი გაუსვა გარემოებას, რომ ექსპერიმენტი მეცნიერებს არ აძლევს „ოქროს სინჯარაში გაზრდის“ გარანტიას, თუმცა დაამატა: „თეორიულად ეს შესაძლებელია“.
ავტორი