უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული არმიის დაბალი ეფექტურობის შესახებ ვიდეო მიმართვისას ისაუბრა. მისი თქმით, თუ უკრაინის წინააღმდეგ ომამდე მას „მსოფლიოს მეორე არმიას“ ეძახდნენ, ახლა ოცდამეორეც არ არის.
„ახლა, უკვე ყოველ ათ დარტყმაზე, ტერორისტებს უწევთ მინიმუმ ოთხჯერ მეტი რაკეტის დახარჯვა. რუსეთის მოქმედება კიდევ უფრო უარესია უპილოტო თვითმფრინავებთან მიმართებაში, მათ შორის, რომლებსაც აწვდიან მისი თანამზრახველები ირანიდან. მსოფლიო ხედავს ამას. ის ხედავს, რომ ყოფილი “მსოფლიოს მეორე არმია” თავისი ეფექტურობით ოცდამეორეც კი არ არის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ის მეორე ასეულში მოხვდეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკის განცხადებით, რუსეთი აუცილებლად აგებს პასუხს სარაკეტო თავდასხმაზე, რომელიც 31 ოქტომბერს განხორციელდა.
„რუსეთის ყოველი ახალი თავდასხმა ჩვენს სამოქალაქო ობიექტებზე მხოლოდ აადვილებს და უახლოვდება საერთაშორისო კონსენსუსს რუსეთის პასუხისმგებლობის შესახებ. რუსული რაკეტის ფრაგმენტები, რომელიც მოლდოვას ტერიტორიაზე ჩამოვარდა, მხოლოდ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ამისგან ერთად დავიცვათ თავი. ბოროტებისგან – რასიზმისგან, რომელიც არ ცნობს არც სახელმწიფო საზღვრებს და არც ადამიანურ ღირებულებებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ავტორი