რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი არ გასულა მარცვლეულის შეთანხმებიდან, მაგრამ მასში მონაწილეობას აჩერებს შავ ზღვაში მარცვლეულის ექსპორტის დერეფნის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის გამო.
„ჩვენ არ ვამბობთ, რომ ვწყვეტთ მონაწილეობას ამ ოპერაციაში. არა, ჩვენ ვამბობთ, რომ ვაჩერებთ. გაეროს თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართულნი ამ საქმეში, რისთვისაც მათი მადლობელი ვართ. იმუშავეთ უკრაინასთან და უკრაინამ უნდა უზრუნველყოს, რომ არ იქნება საფრთხე სამოქალაქო გემებისა და რუსეთის მიწოდების გემებისთვის“, – განუცხადა პუტინმა ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, რუსეთმა გამოაცხადა შეთანხმებიდან გასვლა შაბათ–კვირას და დაადანაშაულა კიევი ანექსირებული ყირიმის სევასტოპოლის პორტში შავი ზღვის ფლოტის გემებზე საზღვაო თვითმფრინავების თავდასხმაში.
,,თუ ასეთი თვითმფრინავი გემს დაეჯახა, არც მარცვლეულისგან და არც გემისგან აღარაფერი დარჩება და დამნაშავე ჩვენ ვიქნებით. ამიტომ თავდაცვის სამინისტრო სწორად აყენებს საკითხს, რომ გაეროსთან დამატებითი სამუშაოები ჩატარდეს, ისინი, თავის მხრივ იმუშავებენ უკრაინასთან, რათა უკრაინამ უზრუნველყოს ამ დერეფნის უსაფრთხოების გარანტია“, – დასძინა პუტინმა.
ავტორი