გურიაში, ციტრუსოვანთა სეზონის მოახლოება, უკვე გვამცნო მანდარინის დახლებზე გამოჩენამ. საშუალო ზომის, უკვე კარგად შეფერიანებული მანდარინი, ერთი კილოგრამი ორი ლარი ღირს. უფრო უმჯობესი კი _ 2,50 ლარი. ორი ლარი ღირს ერთი კილოგრამი ლიმონი.
ციტრუსოვანების ბაზარზე გამოჩენამ გურულები ხუმრობის ხასიათზე დააყენა და ზოგი მანდარინის ნაყოფს ხელში ატრიალებს :
„თხილს არ დაგამსგავსონ , ჩემო ოქრო…“ მანდარინის ფასი, გასულ წელს, საუკეთესო არა, მაგრამ უკეთესი იყო, ვიდრე შარშანწინ. ხალხმა მისი რეალიზება მოახერხა. წელს კი მაინც შიშობენ, თხილის ფასმა რა ხეირიც დაგვაყარა, უარესი არ მოხდესო, – ამბობენ ისინი.
ავტორი