https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

    კრასნოდარის მხარეში დრონებმა მილსადენი და ორი გემი დააზიანეს

    ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

    კრასნოდარის მხარეში დრონებმა მილსადენი და ორი გემი დააზიანეს

    ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

11:31; 3.11.2022
კარმიდამო ჩემი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ქარელის რაიონში, სოფელ ფცაში, ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში, რომელიც რუის-ურბნისის ეპარქიაში მდებარეობს, ერთადერთი მონაზონი დედა ტაისია (დიანა ოსაძე) ცხოვრობს.

ახლა, ამ მონასტერში, სასულიერო ცხოვრება და, ასევე, სამეურნეო საქმიანობა რომ არსებობს, მისი დამსახურებაა.

ადგილობრივ მცხოვრებთა თქმით, ძნელია, დაიჯერო, რომ ეს ყველაფერი ერთი ადამიანის შესაძლებლობის ფარგლებში ეტევა.

_ აქაურობა ნაგავსაყრელად იყო ქცეული. ძველი ციხის საბუხრეში ბუები თუ იკივლებდნენ. ახლოს მისვლაც კი არ უნდოდა არავის. მერე კი ისე მოხდა, ჩვენი სოფლის მკვიდრი მოვიდა და აქაურობა ამ ერთმა ქალმა, ამჯერად უკვე მონაზონმა, სულიერების მოკრძალებულ სივრცედ აქცია, ირგვლივ კი ბაღნარი ააბიბინა, _ ამბობენ ისინი.

უხარიათ და ამაყობენ, რომ დედა ტაისიას საქმიანობა, ღვთის სადიდებლად არის მიმართული და ამ განცდას თანასოფლელებში აძლიერებს.

დედა ტაისია (დიანა ოსაძე) ფცაში დაიბადა. როგორც თავად გვიამბობს, პატარაობიდანვე, როცა აზროვნების უნარი მიეცა, ფიქრობდა იმაზე, რომ მას რაღაც სასულიერო საქმე უნდა ეკეთებინა. დაამთავრა სკოლა. მერე კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი წარჩინებით დაასრულა. აქედან უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალში მიიწვიეს ლექციების წასაკითხად. რამდენიმე წელი იქ იმუშავა.

_ ერთხელაც, ერთგვარი განსაცდელის შემდეგ, ეკლესიას მივაშურე… თბილისში, იოანე ნათლისმცემლის დედათა მონასტერში. მამა რევაზთან (სიხარულიძე) მივედი… ამის შემდეგ დაიწყო დიდი გზა სულიერებისა, რომელიც არის ყველაზე დიდი უნივერსიტეტი.

ზუსტად ცხრა წელი ავჭალის, იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში იმსახურა. შემდეგ კი, როგორც თავად ამბობს, საკუთარ სოფელში დაბრუნების ჟამი უფლის ნებით დადგა.

დღეს ის მარტო ცხოვრობს მონასტერში და თითოეული დღე, რომელიც ლოცვაში თენდება, დატვირთულია ღვთიურ ფუტკართან ფუსფუსში, ბოსტანში თუ ხეხილოვნებში საქმიანობით.

ამ ტერიტორიაზე მეფე ერეკლეს დროინდელი ციხე იდგა, იმ დროისთვის სტრატეგიული დანიშნულების მქონე, სულ რაღაც შვიდი წლის წინ კი ეს ადგილი ნაგავსაყრელად იყო ქცეული. დღეს რომ აქ სულიერების კერაა და ირგვლივ ბაღ-ბოსტანი ბიბინებს, ფუტკარი ზუზუნებს, მღვდელი ლოცვებს აღავლენს, მხოლოდ დედა ტაისიას თაოსნობითა და უმეტესი წილი შრომით მიღწეული შედეგია.

როგორ შეუთავსა მან სასულიერო და სამეურნეო საქმე ერთმანეთს ისე, რომ ყველას დაანახა, რა შეუძლია ერთ ადამიანს?

_ სოფელ ფცაში, ბაგრატიონ-დავითაშვილების დროინდელი (მე-18 საუკუნე) ეკლესიაა. ძველ დროში სტრატეგიულ ფუნქცია ეკისრა. მერე კი მივიწყებული, სანაგვედ ქცეულ გარემოში, შესაბრალისად ჩანდა.

რუის-ურბნისის ეპარქიის მეუფე იობს თხოვნით მივმართე და როგორც კი ხსენებული ციხის მონასტრად კურთხევა მოხდა, დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ იქვე საცხოვრებელი ფართი მიმეშენებინა, რომ ღამის გასათევი მქონოდა. მერე კი აქაურობა ჯერ ნაგვისგან გამეწმინდა. მალე გამოჩნდა კეთილი ადამიანი, ჩვენივე სოფლის მკვიდრი გელა ბერუაშვილი და ეს საქმე სისრულეში მოიყვანა. დიდხანს ვასუფთავებდი იქაურობას… ხან გულიც მიმდიოდა, ისეთი აუტანელი ანტისანიტარია იყო… ასე დავამსგავსე გარემოს და ხეხილოვნები თუ ბაღჩა-ბოსტანი, რასაც აქ ხედავთ, ჩემი ნაშრომია უფლის შეწევნით და უფლის სადიდებლად, _ გვეუბნება დედა ტაისია.

არც სასმელი და არც სარწყავი წყალი ჰქონდა. სხვადასხვა ადგილებიდან ეზიდებოდა. საქმის მცოდნეც თავად გამონახა და ჭა ამოაღებინა. ამბობს, რომ სასწაული სიხარული შეიგრძნო. როცა ცივი, უგემრიელესი წყლის გემო იგრძნო.

მონასტერში ახლა მარტო ცხოვრობს. ნახევარ ჰექტარ ფართობზე თავად დარგო ვაზი, ხეხილოვნები, ყოველ წელს რგავს და უვლის ბოსტნეულ კულტურებს ისე, რომ შემოსავლის წყაროც გაუჩნდა.

_ ალექსანდროულის ჯიშის ვაზის ლერწები რომ მაჩუქეს, ვენახის არაფერი ვიცოდი. დავრგე. გაიხარა. ასე დავიწყე ვაზის მოვლა და შემდეგ ყურძნის დაწურვაც. მალე სასწაული მოხდა _ ციხის საბუხრეში ფუტკარმა ნაყარი მოიყვანა. ეს იყო ნამდვილად სასწაული. კარგა ხანს ვერ ჩამოვიყვანეთ. მერე დაგვეხმარა კეთილი ადამიანი და ჩავსვით სკაში. ამჯერად მეფუტკრის პროფესიის ათვისებაც მომიხდა… _ გვიამბობს დედა ტაისია.

ფუტკარიც გამრავლდა და მალე მალამოების დამზადებაც დაიწყო.

_ ადამიანებს სჭირდებათ სიდამწვრის, ჭრილობის დასაამებელი და შემხორცებელი საშუალებები. ბევრს ვეხმარები. ხშირად რეალიზაციას ვახდენ. მონასტერს, ასე ვთქვათ, თავისი საჭიროებები აქვს. მიწას ვამუშავებ, მოსავალი მომყავს. სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს, რასაც ყოველთვის ვერ ვხედავთ. ცოდვაა ადამიანი, ვისაც მიწასთან შრომა ეზარება, _ ამბობს და მისეულ მოსაზრებას გვთავაზობს მიწასთან შრომის თაობაზე.

_ ზოგადად, დღეს ადამიანის შრომა ღირსეულად არ არის დაფასებული და ანაზღაურებული. თავგადაკლული გარჯა, რაც დღეს მშრომელ კაცს უხდება, ისე ღლის, რომ უფალზე ფიქრისთვის აღარ სცალია! ამიტომ ადამიანზე უნდა იფიქროს არა მხოლოდ უფალმა, უფლის საკადრისად _ თვით სახელმწიფომ! გარდა ამისა, არის მეორე ფაქტორიც _ ადამიანი მაინც შრომობს იმდენს, რამდენიც მას არ სჭირდება! დააკვირდით, ათ ლუკმას სადაც მიირთმევს, იქ ხშირად ორიც საკმარისია! მერე კი, ამ თავგადაკლული შრომის შედეგად ისეც ხდება, ჯანმრთელობას კარგავენ და ეს ჯაფით და წვალებით ნაშრომი, კვლავ ჯანმრთელობის დასაბრუნებლად სჭირდებათ. “შეეჩვიე ცოტას მოხმარებას, მიეჩვიე დახმარებას” _ მამა გაბრიელის ეს სიტყვები მეგზური უნდა იყოს ჩვენთვის. სურვილების ასრულების ზედა ზღვარი არ არსებობს! მამა გაბრიელის სიტყვები, საუკეთესო ცხოვრების წესის შესაქმნელად, უტყუარი ფორმულაა,  _ ამბობს დედა ტაისია და ძნელია, არ დაეთანხმო.

ფცას მონასტერი, რომლის კეთილმოწყობასა და შემოგარენის განაშენიანებაზე გამუდმებით ზრუნავს დედა ტაისია, მას სევდიანი ისტორიებითაც დახვდა _ მონასტრის ერთ მხარეს, სადაც კიპარისის და ნეკერჩხლის ხეები გარემოს გასამშვენიერებლად და სუფთა ჰაერისთვის დარგო, მიწაში ორმოების ამოღებისას, მოულოდნელად ადამიანების ძვლებს წააწყდა. ასეთი არა ერთი შემთხვევა იყო. ამიტომ გადაწყვიტა, ეს ძვლები ერთ ჭურჭელში მოეგროვებინა. მერე მღვდელს, მამა გიორგის თხოვა, პანაშვიდი აღევლინა აქ განსვენებულთათვის, რომლებიც ქრისტიანული რწმენით და წესით ცხოვრობდნენ და ძვლები გამოყოფილ ადგილზე, მიწას მიაბარა.

_ ეს ყველაფერი ხომ უფლის ნებით ხდება? პირველად რომ ვნახე ადამიანის ძვლები, ისევ იმავე ადგილზე დავფალი. მერე, მორიგი ხე რომ დავრგე, კვლავ აღმოჩნდა. ამიტომ შევაგროვე და მივუჩინეთ ადგილი. მას შემდეგ, მუდამ ვცდილობ, რომ აღნიშნულ მხარეს მიწა ნაკლებად მოვჩიჩქნო. დასარგავი უკვე დარგული მაქვს _ მრავალწლოვანი დეკორატიული მცენარეები. ეს ყველაზე დიდი საქმეა, მგონი, რაც აქ მხვდა წილად. ადამიანებს ხშირად უკითხავთ _ ამდენს შრომობ, მუდამ აქ ხარ. ასე მარტომ ძვლები რომ აღმოაჩინე, არ გეშინიაო? აბა, რის უნდა მეშინოდეს? ეს ხომ უფლის ნებაა, ეს ხომ ყველაზე დიდი სიახლოვეა ადამიანთან… _ თითქმის ჩურჩულით ამბობს.

მერე კი კეთილი სურვილი გაგვიმხილა _ რაკი თქვენ სამეურნეო საქმით დაინტერესებულ, ჩვენს გამრჯე ხალხთან გაქვთ კომუნიკაცია, ძალიან მინდა, გითხრათ და გადასცეთ მათ, რომ შემოსავლის წყარო და მამოძრავებელი ძალა მიწა უნდა იყოს. ნუ შეუშინდებით საჭირო შრომას, რომელიც ღვთის სადიდებლად უნდა იყოს მართული! ნურც განსაცდელი დაგზაფრავთ, რადგან ეს უფლის ნებით კი არა, უფლის დაშვებით ხდება, რომ ისევ თავისთან დაგაბრუნოს. უფლის და შრომის სიყვარულმა გაგაძლიეროთ!

მარინა ჩიხლაძე

ავტორი

დედა ტაისია
გაზიარება25Tweet16Send

ამავე კატეგორიაში

ჩვენი რჩევები

რატომ არ შეიძლება უმი ქათმის გარეცხვა მომზადებამდე

09:41; 5 სექტემბერი, 2025
ჩვენი რჩევები

როგორ მოვიშოროთ ბუზები და კოღოები ქიმიური პრეპარატების გარეშე

12:26; 5 ივლისი, 2025
ჩვენი რჩევები

რა არ უნდა მიირთვათ მშიერ კუჭზე

09:59; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

კვერცხი წონის დაკლებას უწყობს ხელს

09:58; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

წიწიბურას დიეტა

09:55; 6 მარტი, 2025

გადაიდო თუ არა სენაკის საკრებულოს სხდომა

“ბარემ ისიც მიაწერეთ ედო! ვისი დავალებით იყო ეს ყველაფერი?“ - თამარ მაყაშვილი

ყველა სიახლე

ფინანსები

საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები AmEx ბარათის მფლობელებისთვის

19:02; 23.12.2025
პოლიტიკა

5 და 6 იანვარი უქმედ გამოცხადდა

18:54; 23.12.2025
პოლიტიკა

ოზურგეთის მომსახურების ცენტრს ირაკლი გაბედავა უხელმძღვანელებს

18:06; 23.12.2025
სამართალი

ზუგდიდში მამაკაცი მოკლეს

17:39; 23.12.2025
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

17:29; 23.12.2025
საზოგადოება

ილია მეორე სამძიმრის წერილს ავრცელებს

16:50; 23.12.2025
პოლიტიკა

თამთა მიქელაძე: აშკარა იყო, რომ ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმი მეარყიშვილს ამისთვის ფასს გადაახდევინებდა

16:38; 23.12.2025
პოლიტიკა

ლევან სამუშია: გვეუბნებიან, რომ წლების განმავლობაში, „ოცნებაში“ კორუფცია იყო მოდებული, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა სად არის?!

15:44; 23.12.2025
პოლიტიკა

DRI : ახალგორში აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი უკანონოდ დააკავეს

15:38; 23.12.2025
საზოგადოება

ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა

14:24; 23.12.2025
ფინანსები

„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა

14:17; 23.12.2025
ფინანსები

შეხვდით ახალ წელს კოხტა ბაკურიანში ქართველ მუსიკოსებთან ერთად – ღონისძიების მხარდამჭერია SOLO და Visa

12:58; 23.12.2025
სამართალი

გრიგოლ ლილუაშვილმა თურქი ინვესტორისგან ქრთამის სახით 1 მილიონი დოლარი აიღო – პროკურატურა

12:29; 23.12.2025
სამართალი

რას ამბობს შალვა პაპუაშვილი გრიგოლ ლილუაშვილის დაკავების შესახებ

12:02; 23.12.2025
საზოგადოება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მიმართვას ავრცელებს

11:53; 23.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

14:50; 21.12.2025
0

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო