ისტორიკოსი ვანო სალუქვაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელიც “ციმბირელ პაპას” შეეხება.
“ყველამ ვიცით ქართული სერიალის ,,ტიფლისი”-ს პერსონაჟი ,,ციმბირელი პაპა” ჰოდა ეგ პერსონაჟი რეალური პიროვნებისგან არის აღებული, ეს გახლათ გურული ტერორისტი ნესტორ კალანდარიშვილი. ნესტორ კალანდარიშვილი დაიბადა ოზურგეთის რაიონის სოფელ კვირიკეთში. სოციალისტურ პარტიებს იცლიდა წინდებივით. ბოლოს ბოლშევიკებს მიეკედლა და 1920 წელს თეთრგვარდიელებთან ბრძოლისას გარდაიცვალა. მისი სახელობის ქუჩები დღემდე არსებობს ციმბირის ქალაქებში: კიახტა, ირკუტსკი, იაკუტსკი, ულან-უდე, კანსკი და ლენსკი. იყო გაქანებული ტერორისტი და ქვეყნის დამაქცევარი. ფოტოზე ხედავთ ნესტორ კალანდარიშვილს ,, ციმბირელი პაპა”,_ წერს ის.