ბრიტანეთი და პოლონეთი შეთანხმდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ „ხანგრძლივი ძლიერი სიგნალის გაგზავნის“ აუცილებლობაზე, – ამის შესახებ CNN-ს დაუნინგ სტრიტის წარმომადგენელმა განუცხადა.
როგორც ტელეკომპანია წერს, დაუნინგ სტრიტის სპიკერმა თქვა, რომ ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა რიში სუნაკმა და მისმა პოლონელმა კოლეგამ მატეუშ მორავიეცკიმ პარასკევს სატელეფონო საუბრისას განიხილეს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოების გაძლიერება. სუნაკმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი ზრდის თავისი ძალების შესაძლებლობებს და აძლიერებს აქტივობას ბალტიის რეგიონში. ორივე შეთანხმდა პუტინისთვის სიგნალის გაგზავნის აუცილებლობაზე, რომ დაშინება არ იმუშავებს.
„პრემიერმა განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის გაერთიანებულ სამეფოსა და პოლონეთს შორის ძლიერი თავდაცვისა და უსაფრთხოების კავშირების გაღრმავებას, რაც, მისი თქმით, სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყნის და მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას“, – თქვა სპიკერმა.
ავტორი