ჩრდილოეთ კორეამ, მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კორეასთან მუდმივად ომის ზღვარზე იმყოფება, მაინც იპოვა დრო, რეკლამა გაუწიოს ახალ „სუპერსასმელს“, რომელიც თავის ტვინის უჯრედების რიცხვს ზრდის.
სიახლეთა სახელმწიფო სააგენტომ შეცვალა მკაცრი ტონი, რათა რეკლამა გაუწიოს იმ კომპანიის წვენს, რომელიც, თუ სახელწოდების მიხედვით, ვიმსჯელებთ, მორანბონგში – ფხენიანის ერთ-ერთ გარეუბანში მდებარეობს.
ეს წვენი შეიცავს 60 ტიპის მიკროელემენტებს და დამზადებულია 30-ზე მეტი სახეობის მცენარისგან. „სასმელი, რომელსაც აქვს როგორც პროფილაქტიკური, ასევე სამკურნალო ეფექტი, აუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობებსა და მეხსიერებას ტვინის უჯრედების ზრდის მეშვეობით“.
ის, აგრეთვე, ებრძვის ნაოჭების გაჩენას, ხელს უშლის ტვინში სისხლის ჩაქცევას, იცავს ადამიანს მიოკარდისა და თავის ტვინის ინფარქტისგან.
„სასმელი, რომელსაც „არ გააჩნია გვერდითი ეფექტები“, უკვე აღიარებულია მოქმედი მედინსტიტუტის მუშაკების მიერ“, – განაცხადა კომპანიის მენეჯერმა ჯონ სონ ხომ.
ავტორი