დაკარგული 22 წლის ახალგაზრდა იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცის პოვნის შესახებ ინფორმაცია ოჯახმა უკვე შეიტყო.
“დედამ დამირეკა, იპოვესო, გახარებული იყო”, – ამბობს მოქალაქე “მთავართან” საუბრისას.
ჯერჯერობით, სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
შეგახსენებთ, რომ დაკარგულს 3 დღის განმავლობაში ეძებდნენ.