გურიის სატყეო სამსახურის ყოფილი უფროსი კახა ღლონტი გარდაიცვალა.
ის, ახლო წარსულში, ოზურგეთში ასევე მრავალ საპასუხისმგებლო პოზიციას იკავებდა სხვადსხვა სამსახურებში : იყო ოზურგეთის მერის მრჩეველი, ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი. ასევე ოზურგეთში ქრისტიან–დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი.
კახა ღლონტს იცნობდნენ, როგორც საუკეთესო პიროვნებას, გულისხმიერ საჯარო მოხელეს!
მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა გაავრცელეს.
„შეძრული ვართ ამ ახალგაზრდა კაცის გარდაცვალებით. საუკეთესო ადამიანი დააკლდა ოზურგეთს“, – საუბრობენ დილაადრიან ქალაქში.
„გურია ნიუსი“ გამოთქვამს მწუხარებას და თანაუგრძნობს ოჯახს.
ავტორი