გურიაში აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერ ქარს პროგნოზირებენ. ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
“დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. ღამის საათებში ქარი კიდევ უფრო გაძლიერდება და შენარჩუნდება ხვალ დღის პირველ ნახევრამდე, შემდეგ შესუსტდება.
9 ნოემბერს შეიძლება მოიღრუბლოს. ეს კვირა მთავრდება მაქსიმალურად უნალექოდ. მაქსიმალური ტემპერატურა +20, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამის ტემპერატურა კი +9, +10 გრადუსს შორის იმერყევებს. მაღალ მთიან რაიონებში, ბახმაროს და მის მიმდებარე ტერიტორიაზე უარყოფითი ტემპერატურა ნარჩუნდება, -4, -2 გრადუსი ღამის საათებში, ხოლო დღისით +9, +11 გრადუსი.თოვა მოსალოდნელი არ არის. თუ ითოვებს ისიც 9 ნოემბერს”,_ ამბობს გვაზავა.