7 ნოემბერს ეროვნულ ბიბლიოთეკაში პეტროკას ენერჯი ჯგუფისა და გალფის ახალი პლატფორმის “მომავალი ჩვენია” პრეზენტაცია გაიმართა. ინიციატივის ფარგლებში სტუდენტთა მხარდაჭერის მიზნით, შეიქმნა “გალფის სასტიპენდიო პროგრამა”, რომლის თანახმად ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საუკეთესო 100 პირველკურსელი ყოველთვიურად 300 ლარიან სტიპენდიას მიიღებს.
მათ შორის არის სამტრედიელი ირინე ვაშაკიძე, რომელმაც წელს ოქროს მედალზე დაამთავრა ქალაქ სამტრედიის მეათე საჯარო სკოლა და წარმატებულად, ასპროცენტიანი გრანტით ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტზე.