2022 წლის 1-5 ნოემბრის ჩათვლით, ბათუმში მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ჩატარდა ახალგაზრდობის ხელოვნებისა და მეგობრობის საერთაშორისო ფესტივალი “ბათუმი 2022”. სადაც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან მოსწავლე ახალგაზრდობის თეატრალურმა სტუდიებმა. მათ შორის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლის ბაზაზე არსებულმა თეატრალურმა სტუდიამ “პინოქიომ” სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეების მონაწილეობით. მათ წარადგინეს თოჯინური სპექტაკლი “წითელქუდა”.
ნიგვზიანის სკოლამ, სპეც. პედაგოგმა და სკოლის ხელოვნების მასწავლებელმა შეიმუშავა ნოვატორული პროექტი არტ და დრამა თერაპიის სინთეზის სახით რაც ემსახურება სსსმ მოსწავლეების კოგნიტური, დასწავლის, კონცეტრაციის და მახსოვრობის უნარების განვითარებას. ბავშვებმა მიიღეს სიგელები, დიპლომები და სხვადასხვა მონინაციები.
აღსანიშნავია ნომინაცია-საუკთესო პროექტი! სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების არტ და დრამა თერაპიის სინთეზის პროგრამამ გაამართლა! განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ბავშვებმა აიმაღლეს თვითშეფასების უნარი. ნიგვზიანის საჯარო სკოლის თეატრალური სტუდია “პინოქიო” მიიწვიეს თურქეთში ქალაქ ანკარაში ახალგაზრულ საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად.
ავტორი