სამტრედიელ ანანო კაზეიშვილს საკუთარ ანგარიშზე ,, გალფის ” სტიპენდია გუშინ მეორედ ჩაერიცხა. ას საუკეთესო პირველ კურსელთა შორის არის კიდევ ერთი სამტრედიელი გოგონა. ანანო კაზეიშვილმა წელს ოქროს მედალზე დაამთავრა სოფელ დიდი ჯიხაიშის პირველი საჯარო სკოლა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
ეროვნული გამოცდების შედეგებით ანანო კაზეიშვილი საქართველოს საუკეთესო პირველ კურსელთა ასეულში მოხვდა და დაენიშნა ,,გალფის” სტიპენდია. პირველკურსელი გოგონა გუშინ საუკეთესო პირველკურსელთა შეხვედრას ვერ დაესწრო, რადგან იგი შუალედური გამოცდის ჩატარების დროს დაემთხვა.
,,ძალიან დამწყდა გული, რომ არ ვიყავი ამ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან შეკრებაზე, რადგან გამოცდა მქონდა. გუშინ უკვე მეორედ ჩამერიცხა ,, გალფის” სტიპენდია, რაც ძალიან მაბედნიერებს და მაამაყებს. მე ამ დროს გამოცდაზე ვიყავი, მაგრამ მაინც სასიამოვნოა, როცა დაჯილდოებაზე შენს გვარს კითხულობენ,”- გვწერს ანანო კაზეიშვილი.
ავტორი