მარტვილში, სოფელ ნაგვაზაოში ავტოსაგზაო შემთხვევას 31 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა.
როგორც “გურია ნიუსთან” მერის წარმომადგენელი, ჯონი თოშხუა ამბობს, ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, 7 ნოებერს, გვიან ღამით მოხდა. “ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი შენობას შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, ლევან გვაზავა ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა, რომლებიც ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს “, _ აცხადებს თოშხუა.
ავტორი