ჩინეთში, გუანჯოუს პროვინციაში 5 მილიონზე მეტი მოსახლე ჩაკეტეს. ამ ნაბიჯით ხელისუფლება ჩქარობს აღმოფხვრას Covid-ის გავრცელება და თავიდან აიცილოს ქალაქის მასშტაბით ჩაკეტვის აუცილებლობა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, გუანჯოუში, ოთხშაბათს დაფიქსირდა კორონავირუსით ინფიცირებს 3,007 შემთხვევა, რაც შეადგენს მთელი ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირებული ახალი შემთხვევების მესამედს.
გუანჯოუში შემთხვევების უმეტესობა დაფიქსირდა ჰაიჟუს რაიონში – ძირითადად საცხოვრებელი ურბანული უბანი, სადაც 1,8 მილიონი ადამიანი ცხოვრობს მდინარე მარგალიტის სამხრეთ ნაპირზე. ჰაიჟუ ჩაკეტილი იყო გასულ შაბათს, მოსახლეობას უთხრეს, რომ არ დატოვონ სახლი, თუ საჭირო არ არის და ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი – ავტობუსებიდან მეტრომდე – შეჩერებულია.