“ათას მადლობას მოგახსენებთ ჩემი ჭირის გაზიარებისთვის. კობა სიხარულიძე გარდამეცვალა, პატარა სიძე… ნამდვილი ქართველი, ცხელი და კეთილი გულის პატრონი,სხვის ნაცვლად რომ წავიდა ომში… ათასი უბედურება რომ გადაიტანა…
რაღაც საიდუმლო ჰქონდა, ყველას თავისი მეგობარი ეგონა, დიდსაც და პატარასაც… ღვთისნიერი იყო, ნაზიარები… ვისაც ხელგეწიფებათ მოიხსენიეთ ლოცვებში ახლადშესვენებული იაკობი. ღმერთმა გაგაძლიეროთ”, _ წერს სოციალურ ქსელში მარიამ ყაჭეიშვილი.
ჩოხატაურელი კობა სიხარულიძე 2 დღის წინ გულის შეტევით თბილისში გარდაიცვალა. კობა უკვე ჩამოასვენეს მშობლიურ სოფელში. მას კვირას დაკრძალავენ.