წალენჯიხაში, სოფელ მედანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სახლი სოციალურად დაუცველ ოჯახს ეკუთვნოდა და ექვსი სული ცხოვრობდა.
მათივე ინფორმაციით, ხანძრის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა.
“გურია ნიუსი” მერის წარმომადგენელს დაუკავშირდა. როგორც იური მიქავა ამბობს, ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულ ოჯახს შესაბამის დახმარებას გაუწევს.
ხანძრის გამომწვევ პირველად ვერსიად ელექტროგაყვანილობა სახელდება.
ავტორი