ეს დღეს არის, რომ შეგიძლია ოცნება აისრულო და ჰოლივუდში გადაღებულ სურათებში მონაწილეობა მიიღო. იდგა დრო, როდესაც თუნდაც ცნობილი ხელოვანებისათვის საზღვარგარეთ გასვლა მეტად რთული საქმე იყო.
აი, რას იხსენებს, ბატონი თენგიზ არჩვაძე:
“მე და რეზო ლაღიძე ერთხელ საფრანგეთში უნდა წავსულიყავით. დაგვიბარეს “კაგებეში” და ანკეტები შეგვავსებინეს.
ჩავსხედით თვითმფრინავში. ჯიბეში 200-200 დოლარი გვიდევს, საცაა გავფრინდებით. რეზო შეფიქრიანებული მეკითხება: “კაცო, ეს 200 დოლარი რაში გვეყოფა?” მე ვამშვიდებ “შენი 200, ჩემიც 200, უკვე ოთხასია. პარიზში იქაური ქართველები გვნახავენ და გვიპატრონებენ”.
ამ ლაპარაკში ვართ და ასაფრენად დაქოქილ თვითმფრინავს ტრაპი ისევ მოაყენეს და მე და რეზო ლაღიძე ჩამოგვსვეს. რასაკვირველია ის 200-200 დოლარიც ჩამოგვართვეს.
რეზო ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ ამ ამბის მოყოლის უფლება არ მისცემია. მეც გაჩუმებული ვიყავი აქამდე”.
ავტორი