ოზურგეთში დასრულდა ჩოგბურთში “ცოლიკოურის თასის” გათამაშება. წელს ამ პრიზის მფლობელი ოზურგეთელი ჩოგბურთელი მამუკა ჩავლეშვილი გახდა, მეორე ადგილი გივი სიამაშვილმა მოიპოვა.
“ცოლიკოურის თასი” არის ტურნირი, რომელიც 2018 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და 2019 წლიდან ატარებს წლის შემაჯამებელი ტურნირის სტატუსს. ტურნირი დაარსებულია ჩოგბურთელის გივი სიამაშვილის მიერ.
_2018 წელს ეს ტურნირი ჩატარდა ორ A და B კატეგორიაში. ა კატეგორიაში 2018 წელს იყო ხუთი მონაწილე .ბ კატეგორიაში იყო 4 მონაწილე. ბ კატეგორიაში მაშინ გავათამაშე პრიზი ველოსიპედი, რომელიც მოიგო მამუკა სირაძემ. 2019 წლიდან საჩოგბურთო დონემ შედარებით აიწია ტურნირში მონაწილეთა მხრიდან და ბ კატეგორია გაუქმდა. აქედან მოყოლებული ტურნირში მონაწილეობას იღებს რეიტინგის 8 საუკეთესო ჩოგბურთელმა.
რატომ დაერქვა ამ ჩემპიონატს ცოლიკოურის თასი?
ამ კითხვაზე გივი სიამაშვილმა გვიპასუხა:
_ იმიტომ რომ ჩოგბურთის პოპულარიზაციის გარდა პატივს მივაგებთ ვაზის კულტურას და საერთოდ საქართველოსა და ქართველი კაცის ტრადიციულ დამოკიდებულებას ვაზის მიმართ. არსებობს ტურნირები “კოკა-ოლას თასი”, “ჰაინეკენის თასი” და ასე შემდეგ, _ გვითხრა გივი სიამაშვილმა.
ცოლიკოურის თასის გამარჯვებულთა სტატისტიკა ასე გამოიყურება: 2018 წელი 1 ადგილი გივი სიამაშვილი. 2 ადგილი მამუკა ჩავლეშვილი. 2019 წელი 1 ადგილი გივი სიამაშვილი. 2 ადგილი მამუკა კილაძე. 2020 წელი 1 ადგილი ილია გელაშვილი, 2 ადგილი გივი სიამაშვილი. 2021 წელი 1 ადგილი ილია გელაშვილი. 2 ადგილი გივი სიამაშვილი.
ავტორი