ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში, ახლახან, ადგილობრივი მკვიდრის, ალიკა ურუშაძის სახლი მთლიანად შთანთქა ხანძარმა. ადგილზე სამაშველო ბრიგადა, გამოძახების შემდეგ, დროულად მივიდა, თუმცა ხანძარი, სახლის შიდა სივრცეში, ისე იყო ხის კედლებს მოდებული, მეორე სართულზე ყველაფერი დაიფერფლა. პირველ სართულზე მოხერხდა საყოფაცხოვრებო ნივთების მცირე ნაწილის გადარჩენა.
ოჯახის წევრები შინ არ იმყოფებოდნენ და მხოლოდ იმ სამოსის ამარა დარჩნენ, რაც ეცვათ.
ისინი ვარაუდობენ, რომ ცეცხლი, ელექტროენერგიისგან გაჩნდა.
ალიკა ურუშაძეს სოფელში უწესიერეს, მშრომელ ადამიანად იცნობენ. ის პროფესიით მძღოლია. სხადასხვა დროს მუშაობდა ტვირთმზიდ ავტომანქანებზე. სამიოდე წლის წინ კი უმძიმეს ავოკატასტროფაში მოხვდა.
_ მოულოდნელად, მისი სამოძრაო გზა, მსუბუქმა ავტომობილმა წესების დარღვევით გადაკვეთა. მან გვერდი აუქცია და თავად ხრამში გადაიჩეხა. სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა. დიდხანს გადიოდა რეაბილიტაციას. სამწუხაროდ, მის თავს დღეს მორიგი ტრაგედია დატრიალდა.
__ყვლამ უნდა დავეხმაროთ დ ამ გასაჭირიდან გაოვიყვანოთ, – ამბობენ თანასოფლელები.
ქვემოთ მითითებულია ალიკა ურუშაძის ოჯახის წევრის, რძლის (შვილის მეუღლის) ინგა სალუქვაძის ს ნომერი შესაძლებლობის ფარგლებში, ყველას შეუძლია, თუნდაც ერთი ლარით, ჩაურიცხონ თანხა მითითებულ ანგარიშზე.
თიბისი: GE44TB7410745068100028
საქართველო: GE60BG0000000537647256
მიმღები: ეკა სალუქვაძე
ავტორი