BBC-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მას “ეჭვი არ აქვს”, რომ უკრაინა არ არის დამნაშავე სარაკეტო თავდასხმაში, რომელმაც სამშაბათს პოლონეთში ორი ადამიანი იმსხვერპლა.
ზელენსკიმ თქვა, რომ მან მიიღო გარანტირებული ინფორმაცია უმაღლესი მეთაურებისგან, რომ “ეს არ იყო ჩვენი რაკეტა”.
ზელენსკიმ ასევე მოუწოდა უკრაინელ ჩინოვნიკებს აფეთქების ადგილზე მივიდნენ და გამოძიებაში მიიღონ მონაწილეობა.
როგორც BBC იუწყება, ზელენსკიმ აღნიშნული კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ნატოს მეთაურმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ “ყველაზე დიდი ალბათობით” პოლონეთში კიევის საჰაერო თავდაცვის რაკეტები ჩამოვარდა.