ხერსონის ოლქის ახლახან გათავისუფლებულ ტერიტორიაზე რუსი დამპყრობლების მიერ ნაწამები მშვიდობიანი მოქალაქის 60-ზე მეტი ცხედარი იპოვეს, _ ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, დენის მონასტირსკიმ ტელემარეთონის “United News”-ის ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები დაღუპული რეგიონის მაცხოვრებლების სამარხების ექსკუმაცია.
მონასტირსკის თქმით, ხერსონის რეგიონში უკვე ნაპოვნია 63 ცხედარი, მაგრამ სამძებრო სამუშაოები ახლახან დაიწყო.
“გვესმის, რომ რუსი ორკების ყოფნას თვეების განმავლობაში დასახლებულ პუნქტებთან და მშვიდობიანი მოსახლეობასთან გვერდი არ აუვლია, ამიტომ, წამებისა და ამ დანაშაულების მსხვერპლთა უფრო მეტი სამარხი იქნება აღმოჩენილი”. – თქვა მონასტირსკიმ.
გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით, უკრაინელმა სამართალდამცავებმა უკვე აღმოაჩინეს 11 ადგილი, სადაც რუსებს ადამიანები უკანონოდ ჰყავდათ დაკავებული. მათგან 4 ადგილს კი წამების ადგილად იყენებდნენ.
„საერთო ჯამში, 436 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ომის დანაშაულების მოტივით“, _ თქვა მონასტირსკიმ.
ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გათავისუფლებულ ხერსონში კიდევ ერთი წამების ოთახი იპოვა, სადაც ოკუპანტები უკრაინელებს აწამებდნენ, რომლებიც უარს ამბობდნენ მტერთან თანამშრომლობაზე.
ავტორი