სხვადასხვა ქვეყანაში დღესასწაულებს ორიგინალური ტრადიციები უკავშირდება. საახალწლოდ, როგორ წესი, სადღესასწაულო სიმღერებს ვუსმენთ, ჰელოუინამდე კი საშინელებათა ფილმების მარათონს ვაწყობთ ხოლმე.
სრულიად განსხვავებული ტრადიცია აქვთ ნორვეგიაში სააღდგომოდ — ისინი წიგნებს კითხულობენ, სისხლიან მკვლელობებზე შექმნილ დეტექტივებსა და თრილერებს. მეტიც, ასეთ წიგნებს ნორვეგიაში საგანგებო სახელიც აქვთ — Påskekrims, ანუ სააღდგომო დეტექტივები.
ტრადიცია საუკუნის წინ იღებს სათავეს — 1923 წელს, აღდგომამდე ერთი კვირით ადრე, ნორვეგიულმა გაზეთმა Aftenposten-მა ქალაქ ბერგენის სარკინიგზო ხაზზე მატარებელში მომხდარ ყაჩაღობაზე დაწერა. სენსაციური სათაური, რეალურად, ახალი დეტექტივის ერთგვარი რეკლამა იყო, თუმცა, გაზეთის ბევრმა მკითხველმა ამბავი ნამდვილად მიიჩნია. ამდენად, დაანონსებულმა წიგნმა დიდი ყურადღება მიიქცია და ბესტსელერადაც იქცა. რომანში, სახელად Bergenstoget plyndret i natt (“წუხელ ბერგენის მატარებელი გაძარცვეს”), მოქმედება სააღდგომო პერიოდში ვითარდება, ამბავი კი ორ სტუდენტზეა, რომელიც ნორვეგიულ კოტეჯებს (hytte) სტუმრობს.
დღეს ეს წიგნი პირველ სააღდგომო დეტექტივად და უნიკალური ნორვეგიული ტრადიციის საწყისად მიიჩნევა.
ავტორი