ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრმა ხარაგაულის მუნიციპალურ თეატრს უმასპინძლა.
გურული მაყურებლის წინაშე ხარაგაულის თეატრის დასი „დარისპანის გასაჭირით“ წარსდგა. ხარაგაულის თეატრს 120 წლიანი ისტორია აქვს. სპექტაკლი დავით კლდიაშვილის 160 წლის იუბილეს მიეძღვნა.
სპექტაკლს სხვა თეატრალებთან ერთად, ოზურგეთის სალოტბარო სკოლის და ოზურგეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები ესწრებოდნენ. სპექტაკლის რეჟისორი ირინე ჩხეიძეა.
ღონისძიების ორგანიზატორები – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი არიან.