,,ქართული ოცნებიდან” ,,ხალხის ძალაში” გადასული ალექსანდრე მახათაძეს ლანჩხუთის საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე, ფარული კენჭისყრით, ხელმეორედ გამოუცხადა ნდობა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედაც დაამტკიცა.
როგორც ჩანს მახათაძეს, რომელიც საკრებულოში ,,ოცნების” სიით შევიდა, როგორც ჩანს მხარდაჭერა ყოფილმა თანაგუნდელებმა გამოუცხადეს და თანამდებობა შეუნარჩუნეს, რადგან კენჭისყრაში სწორედ მმართველი გუნდი და ხალხის ძალის კიდევ ერთი წარმომადგენელი დარეჯან ბურჭულაძე იღებდნენ მონაწილეობას.
ცნობისთვის, ბურჭულაძეც ოცნების კვოტით გახდა საკრებულოს დეპუტატი. რაც შეეხება ოპოზიციას, ფრაქცია ,, ლანჩხუთი საქართველოსთვის” საერთოდ არ დასწრებია დღევანდელ სხდომას, ენმ-მა კი სხდომათა დარბაზი დატოვა.