თვითმფრინავი აფრენისას სახანძრო მანქანას დაეჯახა. მომხდარის შედეგად 2 მეხანძრე დაიღუპა. შემთხვევა პერუს დედაქალაქ ლიმაში მოხდა.
სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ვიდეო ასახავს, რომ თვითმფრინავს ასაფრენ ბილიკზე, ცეცხლი ეკიდება, თუმცა, ლატამის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, გაურკვეველი რჩება რატომ შევიდა სახანძრო მანქანა ასაფრენ ბილიკზე.
”ჩვენ არ ვიცით, რატომ იყო სახანძრო მანქანა იქ”, – თქვა მან. „ჩვენ მათ მომსახურებას არ ვთხოვდით”.
საავადმყოფოს სააგენტო EsSalud-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, 31 წლის მეხანძრე მძიმე მდგომარეობაშია.
პერუს ჯანდაცვის სამინისტრომ დაამატა, რომ 20 მგზავრს მკურნალობენ დაზიანებებით – ორი მათგანი, სავარაუდოდ, მძიმეა.
პროკურატურამ განაცხადა, რომ იძიებს ინციდენტს, როგორც პოტენციურ მკვლელობას.
განცხადებაში LAP დასძინა: ”ამ მომენტში ჩვენ ვპოულობთ და ვიკვლევთ ყველა საჭირო ფაქტორს, რამაც შეიძლება დაადგინოს ამის მიზეზი.”
პრეზიდენტმა პედრო კასტილომ სოციალურ ქსელში მეხანძრეებს პატივი მიაგო.
„გულწრფელად ვუსამძიმრებ ანხელ ტორესისა და ნიკოლას სანტა გადეას ნათესავებს, მამაცი მეხანძრეებს, რომლებიც დაიღუპნენ შემთხვევის დროს. ვლოცულობ დაშავებულების გამოჯანმრთელებისთვის“, – დაწერა მან Twitter-ზე.
🇵🇪 | URGENTE: Se incendia un avión de Latam al momento del aterrizaje en el aeropuerto internacional Jorge Chávez de Lima.
pic.twitter.com/3a5vjWdkUe— Alerta News 24 (@AlertaNews24) November 18, 2022