სამხარეო ადმინისტრაციაში საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ქეთევან მოისწრაფეშვილი და ზაზა შოშიტაიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სპორტის სფეროში დასაქმებულ პირებთან ერთად დაესწრნენ.
შეხვედრაზე კომიტეტის წევრებმა, მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ინფორმაცია მოისმინეს და იმ საჭიროებებს გაეცნენ, რასაც ადგილობრივი სპორტსმენები და მწვრთნელები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ.
საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა გასვლითი შეხვედრის ფარგლებში, ოზურგეთის სპორტული ინფრასტრუქტურა, მოქმედი და მშენებარე სპორტული მოედნები, ჩოგბურთის კორტები, ფეხბურთის და რაგბის სტადიონები მოინახულეს.
დეპუტატები, ასევე, იმყოფებოდნენ სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში, სადაც გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, სასმელი წყლის გამწმენდ- გამფლირტავი სისტემები დამონტაჟდა.
(R)