2011 წელს დაბადებულ ვაჟ ფეხბურთელთა შორის იმერეთის ღია ჩემპიონატის გამარჯვებული უკვე ცნობილია.
მერაბ მეგრელიძის სახელობის თასზე ასპარეზობა 2022 წლის 17 აპრილს დაიწყო და ბოლო თამაში 27 ნოემბერს არის ჩანიშნული, თუმცა ჩემპიონის ვინაობა უკვე ცნობილია.
ტურნირის 24 თამაშიდან ,, სამტრედიას ” 22 მოგება აქვს და გუნდი ორი ტურით ადრე ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა.
მთავარი მწვრთნელი ოთიკო ზაქარეიშვილი და მწვრთნელი ლერი მეგენეიშვილი ,, გურია ნიუსთან ” კომენტარში ამბობს, რომ იმერეთის ღია ჩემპიონატში მიღწეულ წარმატებას და ჩემპიონობას თამაშებში მონაწილე ფეხბურთელების: ბესიკ ბებიას, ლუკა ვაშაკიძის, ავთანდილ ტაბიძის, ომარ მიქაშავიძის, ანდრია ჩომახიძის, ნიკა კაცაძის, ვოვა ჯაბინსკის, ნიკოლოზ ჩომახიძის, საბა თოფურიძის, გიორგი გეგუჩაძის, დაჩი ეფრემიძის, ნიკოლოზ ვაშაკიძის და პაატა გეგელიას დამსახურებად მიიჩნევენ.
ავტორი