ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების მეშვიდეკლასელ მათე სეხნიაშვილს ხვიჩა კვარაცხელიასთან ფიზიკურ მსგავსებაზე ბევრი ეუბნება. სწორედ, ამ მსგავსების გამო მიიღო მათემ საჩუქრად ნაპოლიდან მაისური კვარას ავტოგრაფით.
“ასე ჯერ არაფერი გამხარებია. კვარას დიდი გულშემატკივარი ვარ და ძალიან მიხარია, ფიზიკურად თუ მართლა ასე ძალიან ვგავარ.
მადლობა, კვარა. ვოცნებობ, ნაპოლში ჩამოვიდე და ახლოდან გიგულშემატკივრო”, _ ამბობს მათე.