ხერსონში, ადგილობრივი მოსახლეობა და მუშები ამბობენ, რომ ოკუპაციის დროს, რუსეთის ძალებმა ნაგავსაყრელის ტერიტორია დაღუპული რუსი ჯარისკაცების ცხედრების დასაწვავად გამოიყენეს, – ამის შესახებ The Guardian წერს.
გამოცემის ინფორმაციით, რუსული დროშები, უნიფორმები და ჩაფხუტები ნაგავსაყრელზეა აღმოჩენილი, ხოლო ასობით თოლია და ათობით მაწანწალა ძაღლი მათ ირგვლივაა.
ხერსონში ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ მაშინ, როცა ქალაქი რუსების მიერ იყო ოკუპირებული, ნაგავსაყრელის ადგილი აკრძალული ზონა იყო და მასთან მიახლოება არ შეეძლოთ.
,,იმის გამო, რომ რუსეთის მიერ რეგიონის ოკუპაცია ზაფხულში ბოლო ეტაპებზე იყო და ადგილი, რომელიც ოდესღაც ჩვეულებრივი ადგილი იყო, სადაც მოსახლეობა ნაგავს ყრიდა, დამპყრომბლებმა აკრძალულ ზონად აქციეს“, – წერს გამოცემა.
ადგილობრივები The Guardian –თან ყვებიან, რომ ოკუპანტები იქ რუსი სამხედროების ცხედრებს წვავდნენ.
როგორც ისინი ამბობენ, მათ დაინახეს შავი ჩანთებით დატვირთული რუსული ღია სატვირთო მანქანები.
ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, რუსმა სამხედროებმა, შემდეგ შავ ჩანთებს ცეცხლი წაუკიდეს. მცხოვრებლების ნაწილი ამბობს, რომ მათ პირადად არ უნახავთ რუსი ჯარისკაცების სხეულები.
“ყოველთვის, როცა ჩვენი არმია რუსებს ბომბავდა, მათ ნარჩენები ნაგავსაყრელზე გადაჰქონდათ და წვავდნენ“, – ამბობს ერთ–ერთი ადგილობრივი
გამოცემასთან დასუფთავების ქარხნის მუშები ამბობენ, რომ რუსებმა ყველაზე იზოლირებული ნაგავსაყრელი აირჩიეს.
ავტორი