დღეს, 18:00 საათზე, „ვარდების რევოლუციის“ მე-19 წლისთავთან დაკავშირებით თბილისსა და ბათუმში აქციები გაიმართება, _ ინფორმაცია ღონისძიების ორგანიზატორებმა სოციალურ მედიაში გააჟღერეს.
გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ისინი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და საქართველოში „რუსული რეჟიმის“ დასრულებას მოითხოვენ.
„23 ნოემბერს, ვარდების რევოლუციის მე-19 წლისთავზე ვიკრიბებით თბილისში პარლამენტის წინ და ბათუმში ერას მოედანზე. გამოდით ყველა ვინც თვლით, რომ ამ დღეს საქართველოში თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა და განვითარება დაიწყო“, – აღნიშნულია „მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.