“მტერმა ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ 63 რაკეტა ისროლა… ყველაფერს გადავლახავთ” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოქალაქეებისადმი გავრცელებულ მიმართვაში საუბრობს.
“დღეს ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორისტ სახელმწიფოდ აღიარა. დიდი მადლობა ევროპარლამენტარებს. კენჭისყრის შემდეგ რუსეთმა ყველას დაუმტკიცა, რომ მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანი იყო.
მტერმა ჩვენი ინფრასტრუქტურის, ენერგობლოკებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ 63 რაკეტა ისროლა. ტრაგიკული შედეგები მივიღეთ. ბევრი დაჭრილი გვყავს. დაღუპულებიც არიან. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს.
რაც შეეხება ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდებას, ვმუშაობთ, რომ მალე აღვადგინოთ. ყველაფერს განვაახლებთ და ყველაფერს გადავლახავთ, რადგან ჩვენ გაუტეხელი ერი ვართ, – აცხადებს ზელენსკი.